12/07/2019 12/07/2019 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მზად არის გახსნას კარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციაზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და არ იყოს ინტერპრეტირებული სხვა ადამიანების მიერ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო...
12 Ιουλίου, 2019 - 11:15

საპატრიარქოს პრესსპიკერი ბათუმის კონფერენციაზე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან

Διαδώστε:
საპატრიარქოს პრესსპიკერი ბათუმის კონფერენციაზე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მზად არის გახსნას კარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციაზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და არ იყოს ინტერპრეტირებული სხვა ადამიანების მიერ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსგავსი კონფერენცია არის ამის ძალიან კარგი საშუალება. ჩვენ ვესაუბრეთ ელჩებს, ევროკავშირის კომისარს. მნიშვნელოვანია რომ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციებზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა ჩვენგან და არა შუამავლების საშუალებით იმიტომ, რომ გზაში ინფორმაცია ყოველთვის იცვლის თავის ფორმას და ხშირად თუ კომუნიკაციაში არის ნაკლებობა, ვიღაცა თავის ინტერპრეტაციით ავსებს, ამიტომ ჩვენ შემდგომშიც შევეცდებით, რომ გვქონდეს ღია კარი იმისთვის, რომ სრულყოფილი კომუნიკაცია შედგეს ყველასთან“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων