15/05/2024 15/05/2024 გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 105-ე (2024 წლის №1) ნომერი, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით გამოსცემს წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილებასთან ერთად. ნომერში წარმოდგენილია მასალები ღვთისმეტყველების, კანონიკის, ეკლესიის ისტორიისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობების შესახებ, ასევე ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, – იტყობინება...
15 Μαΐου, 2024 - 15:23

გამოვიდა ახალი ნომერი ჟურნალისა „ეკლესია და დრო“

Διαδώστε:
გამოვიდა ახალი ნომერი ჟურნალისა „ეკლესია და დრო“

გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის, „ეკლესია და დრო“, 105-ე (2024 წლის №1) ნომერი, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით გამოსცემს წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილებასთან ერთად.

ნომერში წარმოდგენილია მასალები ღვთისმეტყველების, კანონიკის, ეკლესიის ისტორიისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობების შესახებ, ასევე ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, – იტყობინება ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ვებგვერდი.

მღვდელ ალექსი ილინის კვლევაში მოყვანილია ღვთისმეტყველური ცნებების – „ჰიპოსტასისა“ და „პიროვნების“ გამოყენების ანალიზი მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) სისტემაში, შედარებით მის შინაარსობრივ დატვირთვასთან ტრადიციულ საეკლესიო ონტოლოგიაში. მიაქცევს რა ყურადღებას, მათ შორის, სუბიექტის კატეგორიას კლასიკური ფილოსოფიიდან, ავტორი, შედეგად, აღნიშნავს თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველის პერსონალიზმში მნიშვნელოვან კონცეპტუალურ გადახრებს წმინდამამებისეული საღვთისმეტყველო აზრიდან.

მღვდელი ანტონი ბორისოვი ყურადღებას ამახვილებს დასავლური ქრისტიანული კონფესიების ღვთისმეტყველების პრობლემატიკაზე, 1970–1981 წლებში ანგლიკანურ-კათოლიკური საერთაშორისო კომისიის საქმიანობის დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით. სტატიაში განხილულია ანგლიკანური და კათოლიკური თეოლოგების მცდელობების მიღწევები ევქარისტიის, საეკლესიო მსახურების, ეკლესიურ საზოგადოებაში მმართველობისა და ძალაუფლების საკითხებზე, ასევე ორივე ეკლესიაში მიღებული გადაწყვეტილებების სირთულეზე. ყველაზე პრობლემატური პუნქტი, რომელიც აზრს უკარგავს ყველა მიღწევას – ეს არის ანგლიკანების მიერ მღვდლად და ეპისკოპოსად ქალების დადგინების დაშვება.

ბ.ა. ოსიპიანის მასალა ეძღვნება XII საუკუნის პირველი ნახევრის სომხური კანონიკის ცნობილი ძეგლის – დავით ალავკავორდის სამართლის კოდექსის შედგენისა და სულიერ-სამართლებრივი შინაარსის სოციალურ-ისტორიული პირობების ანალიზს. გარდა ამისა, ავტორი წარმოაჩენს სამართლის კოდექსში ასახულ იურიდიული ცნობიერებისა და კანონმდებლობის ტრადიციულ ქრისტიანულ საფუძვლებს და მიუთითებს მისი გავლენის შესახებ სომხური კანონიკური და ჩვეულებრივი სამართლის შემდგომ მნიშვნელოვან სისტემებზე.

„ეკლესიის ისტორიის“ რუბრიკას ხსნის გროდნოსა და ვოლკოვისკის მთავარეპისკოპოს ანტონის (დორონინი) სტატია მთავარეპისკოპოს ბენედიქტეს (ბობკოვსკი) ცხოვრებისა და საეკლესიო მსახურების შესახებ ძირითადად ბელორუსის მიწაზე გერმანულ-ნაცისტური ოკუპაციის მძიმე წლებში. პუბლიკაციაში წარმოდგენილი ისტორიული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ მთავარეპისკოპოსი ბენედიქტე ყოველთვის რჩებოდა აღმოსავლეთ სლავური ხალხების საეკლესიო ერთობის შენარჩუნების პრინციპული მხარდამჭერი და ბელორუსის ავტოკეფალური მოძრაობის მტკიცე მოწინააღმდეგე.

დეკანოზი სერგი ზვონარიოვი მკითხველს აცნობს, თუ როგორ ვითარდებოდა ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის 1960-იან – 1970-იანი წლების დასაწყისში: იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ნიკოდიმე (როტოვი). ეკლესიათაშორისი დაახლოების ღონისძიებებს შორის აღნიშნულია თეოლოგიური შეხვედრები, დელეგაციების ურთიერთ ვიზიტები, ოფიციალური საეკლესიო გამოცემების ურთიერთგაცვლა, განუყოფელი ქრისტიანობის სიწმინდეების მოლოცვები, აკადემიური კავშირები და სამშვიდობო ინიციატივები. აღნიშნულია ამ პროცესის პოლიტიკური კომპონენტი როგორც საბჭოთა ხელისუფლების, ისე ვატიკანისა და იტალიის სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, მტკივნეული თემა იყო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა საბჭოთა კავშირში.

დასკვნით განყოფილებაში, „ბიბლიოგრაფია“, წარმოდგენილია თეოლოგიის ბაკალავრის, ვ.ა. მარტინოვიჩის „სექტოლოგიის“ სახელმძღვანელოს მიმოხილვა, რომელიც მოამზადა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის დოცენტმა, მღვდელმა იგორ ივანოვმა. სახელმძღვანელო გამოსცა მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობამ 2023 წელს და გამოსაქვეყნებლად რეკომენდირებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს მიერ, როგორც დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων