28/05/2024 28/05/2024 სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა. 20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით. სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:...
28 Μαΐου, 2024 - 19:09

პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

Διαδώστε:
პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა.
20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით.
სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:

საეკლესიო სამართალი

სხდომის თავმჯდომარე – დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი
1.​ფილოსოფიის დოქტორი რუსუდან წიქვაძე – ქორწინებისა და ოჯახის საკითხები იუდაიზმში
2.​დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი – სეკულარიზმის იდეა და მისი თეოლოგიური კონტექსტი
3.​ირაკლი გუნიავა – მონასტრის ქონებრივი უფლებები საქართველოში

ენა და ლიტერატურა

სხდომის თავმჯდომარე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი
1.​ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი – ქართულ ანდაზაში უკუფენილად გაცხადებული ქრისტიანული სათქმელისათვის („კარგ მთქმელს კარგი გამგონეო“ − „სამართალმა პური ჭამა“, „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“ − „სტუმარი ღვთისაა“…)
2.​ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი – ადამიანის დანიშნულების ქრისტიანული კონცეფცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
3.​ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა – ლიტერატურული დიალოგისათვის ( XII და XX საუკუნეები)
4.​ფილოლოგიის დოქტორი მარინე მამულაშვილი-ბოტკოველი – სახარების ქალთა სახეების ლიტერატურული ტრანსფორმაცია ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედებაში („იესო, ძე კაცისა“, „წინასწარმეტყველი“)
5.​ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა პატაშური – სახლისა და უსახლკარობის მოტივი მხატვრულ ლიტერატურაში.

ფილოსოფია და ფსიქოლოგია

სხდომის თავმჯდომარე – ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე

1.​ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა შოშიაშვილი – მოძრაობის კატეგორია დიონისე არეოპაგელის თხზულებებში
2.​ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე – კათარზისის გაგებისათვის ანტიკურ ფილოსოფიაში
3.​ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი – ემოციების როლი ფსიქოსომატური დაავადებების განვითარებაში

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων