30/05/2024 30/05/2024 დღეს, 2024 წლის 29 მაისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველოს რიგით მე-3 ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდიც, რომელმაც პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. გუნდის წევრები იყვნენ: კაპიტანი –...
30 Μαΐου, 2024 - 17:59

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭადრაკო გუნდი რიგით მე-3 ინტერრელიგიური ჩემპიონატის გამარჯვებულია

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭადრაკო გუნდი რიგით მე-3 ინტერრელიგიური ჩემპიონატის გამარჯვებულია

დღეს, 2024 წლის 29 მაისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველოს რიგით მე-3 ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სამოციქული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდიც, რომელმაც პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
გუნდის წევრები იყვნენ:
კაპიტანი – დავით ქარდავა, ალექსანდრე მირონოვი, დავით ქრისტესიაშვილი, მაკა ლონდარიძე, დავით გალეგაშვილი, დიმიტრი ლომინაძე, ხვიჩა ბერიკაშვილი, თეიმურაზ ტეფნაძე და დაჩი ცეცხლაძე.
ჩემპიონატში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და აგრეთვე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და დიპლომებით.
ფოტო: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων