04/06/2024 04/06/2024 30 მაისს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის გახსნისას, რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა, რომელშიც დღის წესრიგი წარადგინა, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური. სხდომაში მონაწილეობდნენ: წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი...
04 Ιουνίου, 2024 - 15:56
Τελευταία ενημέρωση: 04/06/2024 - 19:00

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

Διαδώστε:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30 მაისს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრის გახსნისას, რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა, რომელშიც დღის წესრიგი წარადგინა, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.

სხდომაში მონაწილეობდნენ:

წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე,; ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; მოსკოვის სამიტროპოლიტოს საპატრიარქო ვიკარი, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი გრიგოლი.

წმინდა სინოდის დროებითი წევრები: ბელევისა და ალექსინის ეპისკოპოსი სერაფიმე; ვიბორგისა და პრიოზერის ეპისკოპოსი ბარნაბა; ბერდიანსკისა და პრიმორსკის ეპისკოპოსი თეოდორე; რუბცოვისა და ალეისკის ეპისკოპოსი რომანი; იეისკისა და ტიმაშევსკის ეპისკოპოსი პავლე.

 

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων