06/06/2024 06/06/2024 2024 წლის 28 მაისს სემინარიის I კურსისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის I-II კურსების სტუდენტები ქუთაისისკენ გაემგზავრნენ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. სტუდენტებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქუთაისის ბაგრატისა და წმინდა გიორგის სახელობის, ასევე, მოწამეთასა და გელათის ტაძრები. ხოლო უბისის ტაძრის მონახულება ვერ მოხერხდა გართულებული საგზაო ვითარების გამო. ექსკურსია წარიმართა სასწავლო-საგანმანათლებლო ფორმატში. რამდენიმე სტუდენტმა ტაძრების მცირე ისტორია...
06 Ιουνίου, 2024 - 17:41

ექსკურსია ქუთაისში

Διαδώστε:
ექსკურსია ქუთაისში

2024 წლის 28 მაისს სემინარიის I კურსისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის I-II კურსების სტუდენტები ქუთაისისკენ გაემგზავრნენ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. სტუდენტებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქუთაისის ბაგრატისა და წმინდა გიორგის სახელობის, ასევე, მოწამეთასა და გელათის ტაძრები. ხოლო უბისის ტაძრის მონახულება ვერ მოხერხდა გართულებული საგზაო ვითარების გამო.

ექსკურსია წარიმართა სასწავლო-საგანმანათლებლო ფორმატში. რამდენიმე სტუდენტმა ტაძრების მცირე ისტორია და იქ მოღვაწე სამღვდელოების ამბები მოუთხრო თანაკურსელებს. ღონისძიების ამ ნაწილში ექსკურიის ხელმძღვანელის კომენტარებიც მრავლად იყო ჩართული. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბაგრატის ტაძართან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორ ლაშა დეისაძისა და ბაგრატის ტაძართან პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მიერ ჩატარებული მცირე ლექციები.
ტაძრების დათვალიერებისა და მოლოცვის პროცესს ამშვენებდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის სტუდენტთა მგალობელთა გუნდის საეკლესიო საგალობლები.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων