18/06/2024 18/06/2024 13 ივნისს იერუსალიმში, სერგიევის მეტოქიონში რუსეთის დღისადმი მიძღვნილი მიღება მოეწყო. საზეიმო საღამო ისრაელის სახელმწიფოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ა.დ. ვიქტოროვის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ისრაელის მთავრობის სახელით მისალოცი სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი. მიღებაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასთან...
18 Ιουνίου, 2024 - 16:46

იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

Διαδώστε:
იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

13 ივნისს იერუსალიმში, სერგიევის მეტოქიონში რუსეთის დღისადმი მიძღვნილი მიღება მოეწყო.

საზეიმო საღამო ისრაელის სახელმწიფოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ა.დ. ვიქტოროვის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ისრაელის მთავრობის სახელით მისალოცი სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი.

მიღებაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ე. ვორობიოვი, საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის დიპლომატიური კორპუსის ელჩები და წარმომადგენლები, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელოება და სამონოზვნო დასი, ისრაელის პოლიტიკური და საქმიანი წრეებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიიდან, რუსეთის ელჩის მიწვევით, მიღებას ესწრებოდა რსმ-ის უფროსის მოადგილე იღუმენი ნიკონი (გოლოვკო), თელ-ავივ-იაფოში მისიის მეტოქიონის მეკლიტური დეკანოზი ნიკოლოზ ჟდანოვი და მისიის სასულიერო პირი დეკანოზი მაკარი პეტუხოვი, – იუწყება რსმ-ის ვებგვერდი.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων