სასტუმრო ‘რამადაში’ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენის დისტანციური სწავლების მხარდამჭერი პროგრამის 2024 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
ამა წლის 18 დეკემბერს სასტუმრო “რამადაში” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენის დისტანციური სწავლების მხარდამჭერი პროგრამის 2024 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, მიმოიხილა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე შედგა წიგნ „33 გასაღების“ პრეზენტაცია, რომელიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მშობლიური ენის სწავლების მნიშვნელობას.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს თემატური მოკვლევის ანგარიში და ისაუბრეს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის შესწავლის აუცილებლობაზე.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.