24/08/2019 24/08/2019 მარიამობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ახლობლები მათ საკვებს, ტანსაცმელს და პირადი ჰიგიენის საგნებს გადასცემენ თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ამანათების მიღებას შეძლებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მარიამობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად მიიჩნევა. ეს დღე უქმეა...
24 Αυγούστου, 2019 - 14:45

პატიმრები მარიამობაზე ახლობლებისგან ამანათებს მიიღებენ

Διαδώστε:
პატიმრები მარიამობაზე ახლობლებისგან ამანათებს მიიღებენ

მარიამობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ახლობლები მათ საკვებს, ტანსაცმელს და პირადი ჰიგიენის საგნებს გადასცემენ

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ამანათების მიღებას შეძლებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარიამობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად მიიჩნევა. ეს დღე უქმეა და ამ დღეს სრულდება მარიამობის მარხვა.
პენიტენციური დაწესებულებები პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულს ამანათი მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება გადაეცეს. ამანათში შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი, საკვები. ამანათის მიღება მსჯავრდებულისთვის წახალისების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

sputnik-georgia

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων