07/09/2019 07/09/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა და კედლის სტრუქტურის გამაგრებას. ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესებზე....
07 Σεπτεμβρίου, 2019 - 13:11

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაცია

Διαδώστε:
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (ჩრდილოეთ ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი. სამუშაოები მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ფასადის გაფხვიერებული და დელამინირებული ქვის კონსოლიდაციას, ქვების ბიოციდით დამუშავებას და გაწმენდას. ფასადის ქვებისა და კედლის სტრუქტურის გამაგრებას. ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესებზე. რამდენადაც კედლების ზედაპირებზე აღინიშნება სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ნადები, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია ფასადების მხრიდან,ქვის საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კედლები სრულად უნდა დამუშავდეს შესაბამისი ბიოციდით. მეტეხის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე,როგორც ტაძრის მთელ პერიმეტრზე,აღინიშნება წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევები. უმეტეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს ცემენტის შევსებები,რომლებიც დღეს ამორტიზირებულია და ვეღარ ასრულებენ საკონსერვაციო დანიშნულებას. აქედან გამომდინარე ხორციელდება მათი მექანიკურად მოხსნა ქვის სატეხისა და ჩაქუჩის გამოყენებით, რადგანაც დაუშვებლია ყოველგვარი პნევმატური ან ავტომატური სატეხების გამოყენება,რომლებიც თავის მხრივ მცირე ბიძგებს და რყევებს ქმნიან ქვის მატრიცაზე,რაც უკვე დაზიანებულ ქვას მეტად დააზიანებს. პროექტს ხელმძღვნელობდა პროფ.ნანა კუპრაშვილი და სტეფანო ვოლტა,სარესტავრაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა-ალექსანდრე რუბაშვილი, სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან: სალომე ახალაშვილი,მარიამ ამაშუკელი,მარიამ ჭელიძე ,ნუცა ადეიშვილი, ალექსანდრე თოდუა, გიორგი ბოტკოველი, საბა ციკოლია.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων