21/09/2019 21/09/2019 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა,...
21 Σεπτεμβρίου, 2019 - 23:12

რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:
რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

საღვთო გადმოცემის თანახმად, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება მე–4 საუკუნეში დადგინდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. მოციქულთასწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი; ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულად გარდაიქცა“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων