12/10/2019 12/10/2019   თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) “პალიტრანიუსს” განუცხადა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ...
12 Οκτωβρίου, 2019 - 14:46

პრემიერის ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის – არქიმანდრიტი კირიონი

Διαδώστε:
პრემიერის ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის – არქიმანდრიტი კირიონი

 

თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) “პალიტრანიუსს” განუცხადა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯის სამონასტრო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძართან მისვლა შეეძლებოდათ.

ცნობისთვის, ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.

palitranews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων