31/10/2019 31/10/2019 დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მისი ინფორმაციით, მეუფე იაკობი...
31 Οκτωβρίου, 2019 - 10:45

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

Διαδώστε:
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

მისი ინფორმაციით, მეუფე იაკობი წმინდა სინოდის სხდომა დაესწრება.

„რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ცნობილია, რომ წმინდა სინოდის სხდომას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა 30 ოქტომბერს, ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

„სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავესწრებოდი და დავაყენებდი საკითხებს. თუმცა, ეს საკითხები არის სინოდზე დასაყენებელი და არა – ასე საჯაროდ. ამის აუცილებლობა და საჭიროება რომ არსებობდეს, ალბათ ვიტყოდი, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ეს არის საკითხები, რომელიც იქ უნდა დავსვათ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია და არსებული სირთულეები სავარაუდოდ, აქედან გამომდინარეობს.

მეუფე გრიგოლმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მეუფე იაკობის შესახებ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მისი განცხადებების საფუძველზე და როგორ განსჯის მომხდარს ეკლესია.

„ეს უკვე პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, მას საკმარისი კომპეტენცია აქვს. რაც შეეხება ეკლესიას, ეკლესიაში ერთადერთი სამართალი მოქმედებს, ეს არის კანონიკური სამართალი. რას შეეხება მის გადადგომას ქორეპისკოპოსიდან, ამას ალბათ, სინოდი შეაფასებს“, – აღნიშნა მან.

მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი კი აცხადებს, რომ ის წმინდა სინოდის სხდომას დაესწრება.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რატომ ხდებოდა რა საჭიროება მოითხოვდა?“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზე დაიწყება.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων