02/11/2019 02/11/2019 რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება. როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური...
02 Νοεμβρίου, 2019 - 17:25
Τελευταία ενημέρωση: 02/11/2019 - 17:26

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს

Διαδώστε:
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება.

როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებენ.

როგორც უკვე ცნობილია, 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა. 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων