04/03/2020 04/03/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“ -ს დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო. ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები: √ მოეწყო სახურავი ხის ელემენტებით. √ სახურავი გადაიხურა დაფერილი თუნუქით,...
04 Μαρτίου, 2020 - 17:26

ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

Διαδώστε:
ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“ -ს დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.

ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:

√ მოეწყო სახურავი ხის ელემენტებით.

√ სახურავი გადაიხურა დაფერილი თუნუქით, ორმაგი საკეტით.

√ მოეწყო წყალსაწრეტი ღარები, ძაბრები და მილები დაფერილი თუნუქით.

ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων