16/03/2020 16/03/2020   ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღო. „ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილება, რომელსაც გაგაცნობთ: პირველი პუნქტი – შესაბამისი...
16 Μαρτίου, 2020 - 19:21
Τελευταία ενημέρωση: 16/03/2020 - 19:22

ფოთის საეპარქიო საბჭომ ზიარების წესი უცვლელად დატოვა

Διαδώστε:
ფოთის საეპარქიო საბჭომ ზიარების წესი უცვლელად დატოვა

 

ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღო.

„ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილება, რომელსაც გაგაცნობთ: პირველი პუნქტი – შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. მეორე – ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. მესამე – იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. მეოთხე – ეპარქიის თითოეულ ტაძარში, ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმება წყლის კურთხევა, ეგრეთწოდებული მცირე აიაზმა. მეხუთე – ჯვრის თაყვანისცემის კვირას, 12:00 საათზე, ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში შესრულდება დიდი აიაზმა. მეექვსე – ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო. მეშვიდე- თითოეულ ტაძარში ყოველდღიურად შესრულდება სავედრებელი ლოცვა, პარაკლისი“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ.

მეუფე გრიგოლს შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων