07/04/2020 07/04/2020 ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის, ჩვენი მრევლი ყოლფილიყო განთლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ, -ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, მოუწოდებენ თუ არა ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ. მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავისუფალ ადამიანს ვერანაირ ვალდებულებას ვერ დააკისრებ, მას მხოლოდ შეიძლება აუხსნა. „ძალიან კარგად გვიხსნიან ჩვენ ჯანდაცვის...
07 Απριλίου, 2020 - 13:36

მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი მრევლი ყოფილიყო განათლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი მრევლი ყოფილიყო განათლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის, ჩვენი მრევლი ყოლფილიყო განთლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ, -ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, მოუწოდებენ თუ არა ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავისუფალ ადამიანს ვერანაირ ვალდებულებას ვერ დააკისრებ, მას მხოლოდ შეიძლება აუხსნა.

„ძალიან კარგად გვიხსნიან ჩვენ ჯანდაცვის წარმომადგენლები, ეს იქნება პაატა იმნაძე თუ სხვები, როლმლებიც ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ეს ღვთის მადლია და ღვთის სასწაული, თუ ჯანდაცვის მუშაკებისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებით საქართველო ჯერჯერობით დაცულია პანდემიისგან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან სააღდგომო მსახურებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება ცნობილი, მანამდე კი ის იმედს იტოვებს, რომ ეპიდემიის შეკავება მოხდება.

„განხილვას არ სჭირდება დიდი დრო. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული და ეს გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ მიღებული, უკვე როდესაც პირისპირ დავდგებით აღდგომის დღესასწაულთან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სინოდი ჯერ არ შეიკრიბება. მისი თქმით, მღვდელმთავრებს ინტენსიური კომუნიკაციაა აქვთ და აქედან გამომდინარე სააღდგომო მსახურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სინოდის შეკრება არ სჭირდება.
interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων