21/04/2020 21/04/2020 აღდგომის დღეს, ან ორშაბათს საქართველოში მოსახლეობა სასაფლაოზე მიდის. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კი წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს ცნობით, სასაფლაოები სხვა ეპარქიებშიც იკურთხა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი...
21 Απριλίου, 2020 - 19:41
Τελευταία ενημέρωση: 21/04/2020 - 19:42

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

Διαδώστε:
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

აღდგომის დღეს, ან ორშაბათს საქართველოში მოსახლეობა სასაფლაოზე მიდის. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კი წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

საპატრიარქოს ცნობით, სასაფლაოები სხვა ეპარქიებშიც იკურთხა.

ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.

ჩვეულებრივ, კვირას – აღდგომის დღეს, ან ორშაბათს ოჯახები საფლავზე გადიან, მიაქვთ შეღებილი კვერცხი, პასკა და ხშირად სუფრასაც შლიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე – მთავრობამ 17 აპრილიდან სასაფლაოებზე გასვლა ათი დღით შეზღუდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეისთვის ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე), აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს.

 

— sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων