31/12/2018 31/12/2018 რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე. კირილის თქმით, ეს პროცესი საეკლესიო კანონების დარღვევით მიმდინარეობს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი, რომელიც მან მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მისწერა, მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უარი თქვით პოლიტიკურ ავანტიურაში მონაწილეობაზე, განხეთქილების მოთავეთა ლეგალიზაციაზე და მაშინ უკრაინის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მეთაური არის მიტროპოლიტი ონუფრე,...
31 Δεκεμβρίου, 2018 - 18:33

რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე

Διαδώστε:
რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე

რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე. კირილის თქმით, ეს პროცესი საეკლესიო კანონების დარღვევით მიმდინარეობს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი, რომელიც მან მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მისწერა, მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„უარი თქვით პოლიტიკურ ავანტიურაში მონაწილეობაზე, განხეთქილების მოთავეთა ლეგალიზაციაზე და მაშინ უკრაინის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მეთაური არის მიტროპოლიტი ონუფრე, თქვენ დაგლოცავთ“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას აუცილებლად მიიღებს.

ავტორი – ლევან ახალაია/1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων