პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა
![პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2018/12/geo1-20.jpg)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა;
დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.