03/05/2020 03/05/2020 კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან. მიტროპოლიტმა, რომელიც თავადაც იყოს ინფიცირებული „კოვიდ-19“-ით მადლობა გადაუხადა ექიმებს. „მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ...
03 Μαΐου, 2020 - 13:15

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი – თავად ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რასაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ

Διαδώστε:
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი – თავად ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რასაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან.

მიტროპოლიტმა, რომელიც თავადაც იყოს ინფიცირებული „კოვიდ-19“-ით მადლობა გადაუხადა ექიმებს.

„მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა პაველმა.

მანამდე, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი პაველი უკრაინაში დაწესებული შეზღუდვების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მორწმუნეებს მოუწოდებდა, ეკლესიაში მსახურებაზე მისულიყვნენ.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων