მამკოდის მამათა მონასტერი
მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით, მეგონა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით. მსგავსება დავინახე მათ შორის.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან მამა სვიმონმა (სოხაძე) დაიწყო მონასტრის მშენებლობა. მამა სვიმონმა განაახლა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ააშენა ბერებისთვის საცხოვრებელი სენკები. წმინდა გიორგის ტაძარი თითქმის დანგრეული იყო და ისიც აღადგინა მამაომ.. მონასტრის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოღვაწეობდა მღვდელი შიო თურქაძე. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო ეს მამაო და მას აღუდგენია თავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მამა შიოც მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. აქვეა დაკრძალული მამა შიოს ხორციელი შვილი, მამა გერასიმე. მამა გერასიმე თიანეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურობდა. მამა გერასიმეს გარდაცვალების ორი ვერსია არსებობს-ერთია, რომ ყაჩაღებმა მოკლეს, მეორე ვერსიით კი 1908 წელს მოკლეს. 1907 წელს როგორც ვიცით, ილია მართალი მოკლეს. წმინდა ილია მართლის მკვლელობის შემდეგ მას უთქვამს მკვლელების მისამართით მამხილებელი სიტყვა. ხმამაღლა ამხილა ილიას მკვლელები და როგორც ჩანს, ამის გამო მაშინდელ ათეისტ ადამიანებს არ გამორჩათ მხედველობიდან მისი ნათქვამი და მამა გერასიმე სიცოცხლეს გამოასალმეს. ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ ილიას მკვლელები ამხილა, მეორე კი ყაჩაღებმა, მძარცველებმა მოკლეს.
მამკოდაში 2006 წლიდან იწყება უკვე სამონასტრო ცხოვრება. ეს მონასტერი ისტორიულადაც იხსენიება. ეს არის უძველესი გზა კახეთთან დამაკავშირებელი. ერთადერთი გზა იყო, რომელსაც მეფეები იყენებდნენ. ერეკლე მეფე მარტყოფიდან, ღვთაების მონასტრიდან სვეტიცხოველში მამკოდის გზით გადმოასვენეს. ასეთი ლეგენდაა, რომ დავითმა ერთ-ერთი ბრძოლის წინ ღამისთევის ლოცვა ჩაატარა. რაც შეეხება ეტიმოლოგიას, ესეც დავითთან არის დაკავშირებული, რომ თავისი ჯარისკაცები უნახავს დახოციელები და ამის გამო მწუხარება რომ გამოეხატა უთქვამს-გული დამიკოდაო, – ასე უთქვამს და ამიტომ დაერქვა ამ მხარეს მამკოდა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.