09/06/2020 09/06/2020 მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს – ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჯამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედა სამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედა სამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, საქართველო,...
09 Ιουνίου, 2020 - 13:01

შირვან ალიევი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია

Διαδώστε:
შირვან ალიევი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია

მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს – ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) ამჯამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედა სამშობლოს ისტორიული მიწის, დავით გარეჯის ირგვლივ. მე დედა სამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალ-ათასიანი აზრბაიჯანელის დასაცავიცაა, დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში შავით თეთრზე დაფიქსირებულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი მოხდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, რომ მე მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველების და აზერბაიჯანელების სიბრძნის და რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა როგორც იტყვიან “სამართალმა პური ჭამოს”
karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων