06/08/2020 06/08/2020 2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც, რომელსაც წარმოადგენდა პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა...
06 Αυγούστου, 2020 - 15:09

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

Διαδώστε:
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.

ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც, რომელსაც წარმოადგენდა პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.

მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა.

ზემოხსენებული მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებად მომზადებას, მოქმედებენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპით და აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, ადასტურებენ ურთიერთთანამშრომლობის ნებას.


tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων