07/08/2020 07/08/2020 საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გააცნო დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს გაეროს ბავშვთა ფონდმა 2020 წლის 4 აგვისტოს. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის...
07 Αυγούστου, 2020 - 18:36
Τελευταία ενημέρωση: 07/08/2020 - 18:38

კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“

Διαδώστε:
კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“

საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“.

სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გააცნო დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს გაეროს ბავშვთა ფონდმა 2020 წლის 4 აგვისტოს.

შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე – ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.

კვლევა მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს მოზარდებში აზარტული თამაშების მზარდი პრობლემის მიმართ სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლას, ასევე ამ სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

იქიდან გამომდინარე, რომ აზარტული თამაშები მოზარდებსა და ახალგაზრდებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საყოველთაო და მსოფლიო პრობლემაა, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ დღის წესრიგში უნდა დადგეს.

მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ამჟამად მოზარდებში აზარტული თამაშების გავრცელების მაჩვენებელი ზრდასრულების მაჩვენებელს 2-4 ჯერ აღემატება, ხოლო 12-იდან 17 წლის ასაკის მოზარდების 8%-მდე პათოლოგიური მოთამაშეა.

მოზარდობის ასაკში პრობლემურმა გემბლინგმა შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის, დაძაბული ურთიერთობები, დანაშაულებრივი ქცევა, დეპრესია, და სუიციდიც კი. აღნიშნული უარყოფითი შედეგები ახდენს მოკლე და გრძელვადიან ზეგავლენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, თანატოლებზე და ფართო საზოგადოებაზე.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აზარტულ თამაშებზე მოთხოვნილების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიღებისა და განხორციელების გზით.

აზარტულ თამაშებში ჩაბმისა და პრობლემური გემბლინგის ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მაღალია იმ მოზარდებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ცოდნა გემბლინგისა და პრობლემური გემბლინგის შესახებ, იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც უკეთ არიან ინფორმირებულნი აზარტული თამაშების საზიანო შედეგების შესახებ.

კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ახალგაზრდებში აზარტული თამაშების პრევენციის საკოორდინაციო ჯგუფი, – რომელიც ასევე გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, – შეიმუშავებს მოზარდებში პრევენციის საუკეთესო და საქართველოს კონტექსტთან მისადაგებულ მოდელს.


ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων