03/09/2020 03/09/2020 ✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველი ქმნილების შემოქმედი ჩვენი უფლის, ღმრთისა და მხსნელი იესო ქრისტესაგან უძვირფასესო ძმანო მღვდელმთავარნო და უფალში საყვარელო შვილებო, საერთო შეგრძნებაა, რომ ჩვენს დროში ბუნებრივ გარემოს საფრთხე ემუქრება ისე, როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში. ამ საფრთხის სიდიდე იმაში გამოიხატება, რომ...
03 Σεπτεμβρίου, 2020 - 12:23

ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველი ქმნილების შემოქმედი ჩვენი უფლის, ღმრთისა და მხსნელი იესო ქრისტესაგან…

Διαδώστε:
ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველი ქმნილების შემოქმედი ჩვენი უფლის, ღმრთისა და მხსნელი იესო ქრისტესაგან…

✠ ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი
ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველი ქმნილების შემოქმედი ჩვენი უფლის, ღმრთისა და მხსნელი იესო ქრისტესაგან

უძვირფასესო ძმანო მღვდელმთავარნო და უფალში საყვარელო შვილებო,

საერთო შეგრძნებაა, რომ ჩვენს დროში ბუნებრივ გარემოს საფრთხე ემუქრება ისე, როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში. ამ საფრთხის სიდიდე იმაში გამოიხატება, რომ საფრთხის ქვეშ დგას არა ხარისხი, არამედ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის დაცვა. პირველად ისტორიაში, ადამიანს შეუძლია დედამიწაზე ცხოვრების პირობები გაანადგუროს. ბირთვული იარაღი არის ადამიანის პრომეთეული ტიტანიზმის სიმბოლო, თანამედროვე „ღმერთ-კაცის“ „ყოვლისშემძლეობის კომპლექსი“.

დღეს მეცნიერების და ტექნოლოგიისგან გამომდინარე ძალის გამოყენებისას ადამიანის თავისუფლების პატიცმოყვარეობა ვლინდება. მეცნიერება ემსახურება ცხოვრებას; ის ხელს უწყობს წინსვლას, დაავადებებთან შეპირისპირებასა და ბევრ მდგომარეობას, რომელებიც აქამდე „საბედისწეროდ“ ითვლებოდა; ეს ქმნის მომავალში პოზიტიურ პერსპექტივებს. თუმცა, ამავდროულად, იგი ადამიანს აძლევს შესაძლებლობებს ყველა საშუალებით, რომელთა ბოროტად გამოყენება შეიძლება, დესტრუქციულად იქცეს. ჩვენ განვიცდით ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის განუვითარებელ განადგურებას, წყლის რესურსების და ატმოსფეროს დაბინძურების, კლიმატის ბალანსის პროგრესირებასთან დაშლას, აგრეთვე საზღვრებისა და ზომების სხვა გადაჭარბებას. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდიმა კრებამ (კრეტა, 2016) მართებულად და ბრწინვალედ გამოაცხადა, რომ „სამეცნიერო ცოდნა მოტივაციას არ აძლევს ადამიანის მორალურ ნებას და, მიუხედავად იმისა, რომ იცის საფრთხეების შესახებ, აგრძელებს ისე მოქმედებას, თითქოს არ იცოდეს მათ შესახებ.“ (ენციკლიკა, § 11)

აშკარაა, რომ საერთო სიკეთის, ბუნებრივი გარემოს დაცვა დედამიწის ყველა მოსახლის საერთო პასუხისმგებლობაა. კაცობრიობის თანამედროვე კატეგორიული აუცილებლობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გარემოს განადგურების გარეშე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირად დონეზე და მრავალი თემის, ჯგუფის, მოძრაობისა და ორგანიზაციის დონეზე ხდება დიდი მგრძნობელობისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის დემოსნტრირება, ერებსა და ეკონომოკურ აგენტებს არ შეუძლიათ — გეოპოლიტიკური ამბიციებისა და „ავტონომიური ეკონომიკის“ სახელით — მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ქმნილების დასაცავად და ამის ნაცვლად ამუშავებენ ილუზიას, რომ ვითომდა „გლობალური ეკონომიკის განადგურება“ არის ეკოლოგიური მოძრაობის იდეური გაყალბება და რომ ბუნებრივ გარემოს აქვს განახლების ძალა. ჯერ კიდე რჩება გადამწყვეტი კითხვა: რამდენ ხანს შეუძლია ბუნებას გაუძლოს უშედეგო დისკუსიებსა და კუნსულტაციებს, ისევე როგორც შეფერხებას მისი დაცვისთვის გადამწყვეტ მოქმედებების განხორციელებაში?

ფაქტია, რომ კორონავირუს Covic-19 პანდემიის პირიოდში, მოძრაობის სავალდებულო შეზღუდვებით, ინდუსტრიული საქმიანობისა და წარმოების შემცირებით, ჩვენ დავინახეთ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირება და სირთულე, რამაც დაადასტურა თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის ანთროპოლოგიური ხასიათი. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ მრეწველობა, ტრანსპორტირების თანამედროვე საშუალებები, ავტომობილი და თვითმფრინავი, ეკონომიკური მაჩვენებლების ულაპარაკო პრიორიტეტი და მსგავსი რამ, უარყოფითად აისახება გარემოს ბალანსზე და რომ ეკოლოგიური ეკონომიკისკენ მიმართულების შეცვლა ურყევ აუცილებლობას წარმოადგენს. არ არსებობს ნამდვილი პროგრესი, რომელიც ბუნებრივ გარემოს განადგურებას დაეფუძნება. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივიღოთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებები, მათი ეკოლოგიური შედეგების გათვალისწინების გარეშე. ეკონომიური განვითარება არ შეიძლება კოშმარად დარჩეს ეკოლოგიისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებობს ეკონომიკური სტრუქტირისა და განვითარების ალტერნატიული გზა, გარდა ეკონომიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის ორიენტირების მომგებიანობის მაქსიმალიზაციისკენ. კაცობრიობის მომავალი არ არის „ჰომო ეკონომიკუს“ (homo œconomicus).

მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო პიონერი შემოქმედების დაცვის სფეროში, გააგრძელებს ეკოლოგიური ინიციატივებს — ეკოლოგიური კონფერენციების ორგანიზებას, მისი მორწმუნეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების მობილიზიბას, გარემოს დაცვის ხელშეწყობას, როგორც ძირითად თემას რელიგიათაშორის დიალოგსა და რელოგიათა საერთო ინტერესებისთვის, პოლიტიკურ ლიდერებთან და ინსტიტუციებთან კონტაქტს, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ეკოლოგიურ მოძრაობებთან თანამშრომლობას. აშკარაა, რომ გარემოს დაცვის მიზნით თანამშრომლობა ქმნის კომუნიკაციის დამატებით გზებს და ახალი საერთო მოქმედებების შესაძლებლობებს.

ვიმეორებთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს გარემოსდაცვითი საქმიანობა წარმოადგენს მისი ეკლესიოლოგიური თვითშეგნების გაფართოებას და არ მოიცავს უბრალო გარემოებრივ რეაქციას ახალ ფენომენზე. ეკლესიის ცხოვრება არის გამოყენებითი ეკოლოგია. ეკლესიის საიდუმლოებები, მისი მთელი მსახურებითი ცხოვრება, მისი ასკეტიზმი, თანაზიარებითი ცხოვრება და მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრება გამოხატავს და წარმოშობს ღრმა პატივცემას ქმნილებისადმი. მართლმადიდებლობის ეკოლოგიური მგრძნობელობა არ შექმნილა თანამედროვე გარემოს კრიზისის შედეგად, არამედ ბრძოლა ყოველივე ქმნილების დასაცავად ჩვენი რწმენის ცენტრალური განზომილებაა. გარემოს პატივისცემა ღმრთის სახელის სადიდებელი აქტია, ხოლო ქმნილების განადგურება შეურაცხყოფაა შემოქმედის წინააღმდეგ, ამდენად სრულად შეურიგებელია ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებებთან.

ყოვლადპატიოსანნო ძმანო და საყვარელნო შვილნო,

მართლამდიდებელი ეკლესიის ტრადიციის ეკომეგობრული ღირებულებები და მამათა ძვირფასი მემკვიდრეობა, წარმოადგენს კულტურის საწინააღმდეგო ნაპირს, რომლის აქსიოლოგიური საფუძველია ადამინის ბუნებაზე ბატონობა. რწმენა ქრისტეში შთააგონებს და აძლიერებს ადამიანის მცდელობებს უდიდესი განსაცდელების წინაც. რწმენის გადმოსახედიდან, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და შევაფასოთ არა მხოლოდ პრობლემური ზომები, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის დადებითი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ჩვენ მოვუწოდებთ მართლმადიდებელ ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს, რათა გააცნობიერონ ცხოვრების მნიშვნელობა, როგორც მორწმუნე ქრისტიანებმა და თანამედროვე ადამიანებმა. ადამიანის მარადიული ხვედრის რწმენა აძლიერებს ჩვენს მოწმობას მსოფლიოში.

ამ სულისკვეთებით, ფანარიდან, ჩვენ ყველას გისურვებთ მწყალობელ და ყოვლადკურთხეულ ახალ საეკლესიო წელს, ნაყოფიერებას საქმეებში მსგავსად ქრისტესა, ყოველი ქმნილების სასარგებლოდ და ყოვლადბრძენი შემოქმედის სადიდებლად. ვევედრებით, რათა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით, სასწაულთა ღმრთის მადლი და წყალობა იყოს თქვენს ყოველთა თანა.

2020 წლის 1 სექტემბერი

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა

ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων