03/09/2020 03/09/2020 ურთულესია ადამიანის ცხოვრების გზა. ბედნიერია ის, ვინც სასუფეველისაკენ მიდის, ვინც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს. არის ერთი შესანიშნავი ქართული სიმღერა – „გადი-გამოდი გუთანო“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ჰეი, ბიჭებო, გავედით ბოლომდე!“ ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი თავისი ჯვრით გავიდეს ბოლომდე; და ღვთის მადლით, ჩვენმა ჯვარმა, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს განკუთვნილი, სასუფეველში მიგვიყვანოს! საერთოდ, უნდა ითქვას, რომ...
03 Σεπτεμβρίου, 2020 - 16:12
Τελευταία ενημέρωση: 03/09/2020 - 16:14

“ბედნიერია ადამიანი, ვინც სასუფეველისაკენ მიდის”

Διαδώστε:
“ბედნიერია ადამიანი, ვინც სასუფეველისაკენ მიდის”

ურთულესია ადამიანის ცხოვრების გზა. ბედნიერია ის, ვინც სასუფეველისაკენ მიდის, ვინც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს. არის ერთი შესანიშნავი ქართული სიმღერა – „გადი-გამოდი გუთანო“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ჰეი, ბიჭებო, გავედით ბოლომდე!“ ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი თავისი ჯვრით გავიდეს ბოლომდე; და ღვთის მადლით, ჩვენმა ჯვარმა, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს განკუთვნილი, სასუფეველში მიგვიყვანოს!

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძველი ხალხი კარგი ფსიქოლოგები იყვნენ, აკვირდებოდნენ ადამიანის ბუნებას, ცდილობდნენ მის შემეცნებას; სწორედ ძველმა რომაელებმა თქვეს: ,,Tempora mutantur en tus mutamur in illis“ – „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ცოცხალი და მოძრავი – მუდამ ცვალებადია, ხოლო ის, რაც უძრავია, რაც გაჩერებულია ერთ ადგილზე, – კვდება. ადამიანი და, ზოგადად, კაცობრიობა, სრულყოფის კიბეზე ან მაღლა ადის, ან ეცემა და დაბლა ეშვება, ანუ ჯოჯოხეთისაკენ მიდის.

ილია მეორე, 2010 წ

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων