13/09/2020 13/09/2020 გასულ კვირას ბაკურიანში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ერთობლივი პროექტის „მოვუსმინოთ ახალ თაობას“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქრისტიანული აზროვნების მთავარი პრინციპების ახალგაზრდებისათვის მათთვის გასაგები ენით მიწოდება და გაცნობა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი...
13 Σεπτεμβρίου, 2020 - 14:24
Τελευταία ενημέρωση: 13/09/2020 - 14:25

„მოვუსმინოთ ახალ თაობას“

Διαδώστε:
„მოვუსმინოთ ახალ თაობას“

გასულ კვირას ბაკურიანში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ICSU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ერთობლივი პროექტის „მოვუსმინოთ ახალ თაობას“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ქრისტიანული აზროვნების მთავარი პრინციპების ახალგაზრდებისათვის მათთვის გასაგები ენით მიწოდება და გაცნობა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი დავით ტატანაშვილი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების თაობაზე ესაუბრნენ, უპასუხეს მათ კითხვებს ეკლესიის, რელიგიის, სასულიერო პირების შესახებ.

ორსაათიანმა შეხვედრამ მეტად მეგობრულ და თბილ ვითარებაში ჩაიარა.

ახალგაზრდების დაინტერესებიდან გამომდინარე, დაიგეგმა მსგავსი შეხვედრის თბილისში გამართვა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუწევს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων