21/09/2020 21/09/2020 მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ...
21 Σεπτεμβρίου, 2020 - 16:30
Τελευταία ενημέρωση: 21/09/2020 - 16:31

დეკანოზი – ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა რომელიმე შეხვედრაზე

Διαδώστε:
დეკანოზი – ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა რომელიმე შეხვედრაზე

მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა.

დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, რადგანაც ის ვერ იქნება მხარე.

„ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, რომ კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია მის წინასაარჩევნი მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, ვინაიდან ეკლესია არის ყველასი. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა ეს არის ის, რომ ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნის. სხვათა შორის, ჩემზე კარგად იცით, რომ ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ, ეს არის მათი კონკრეტული გადაწყვეტილება დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის, კონკრეტულ ღონისძიებას.

ეკლესია არცერთ პარტიას ასე არ უჭერს მხარს, მის საარჩევნო კამპანიაში არავითარ შემთხვევაში არ ერევა, ეკლესია ვერ იქნება მხარე. თუმცა, კონკრეტული ეპისკოპოსი მოქალაქეც არის და მას უფლება აქვს გადაწყვიტოს, იყოს თუ არა კონკრეტულ შეხვედრაზე, გამოხატოს თავისი პოზიცია, თუნდაც თავის შეხედულება კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის თუ პირიქით, მის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეკანოზმა.


ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων