14/10/2020 14/10/2020 არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება, მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მამა კირიონს ესაუბრა. „ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა...
14 Οκτωβρίου, 2020 - 17:53

მიტროპოლიტი სტეფანე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე – არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება

Διαδώστε:
მიტროპოლიტი სტეფანე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე – არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება

არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება, მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მამა კირიონს ესაუბრა.

„ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა აზერბაიჯანელი სამხედროების გაჩერება“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.


ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων