14/10/2020 14/10/2020 თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ,- ასე პასუხობს დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი. მისი თქმით, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება და არა დაკავებული ორი პირის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დონემდე. „მე არ ვიცი,...
14 Οκτωβρίου, 2020 - 18:00

მეუფე იოანე დავით გარეჯის საქმეზე – თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ

Διαδώστε:
მეუფე იოანე დავით გარეჯის საქმეზე – თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ

თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ,- ასე პასუხობს დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი.

მისი თქმით, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება და არა დაკავებული ორი პირის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დონემდე.

„მე არ ვიცი, რატომ, რისთვის დააკავეს. ვინც დააკავა, ალბათ იმან იცის და იმას უნდა ჰკითხოთ. მე რა კითხვები უნდა მქონდეს?! მითხარით, რა ბრალი წაუყენეს?! რა მძიმე ბრალდება, კაცის მკვლელობა?! მაშინ, მე მაქვს კითხვა, ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ?! ამაში მთავრობა არ მონაწილეობდა?! მთავრობის გარეშე შესაძლებელია ასეთი რუკა ოფიციალური გამხდარიყო?! ამიტომ, ამას უფრო ღრმად უნდა განხილვა და არა, ამ ორი ადამიანის დონეზე.

თუ ლოგიკურად ვიაზროვნებთ, სახელმწიფო სტრუქტურასთან შეთანხმების გარეშე, რა რუკაც არ უნდა შევადგინო, მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ გარეჯთან მიმართებით პოლიტიკურ პროცესებსა და 2020 წლის არჩევნებთან კავშირს ვერ ხედავს.

„როცა გახდა ცნობილი, მაშინ გაცხადდა და არჩევნებთან რა კავშირია, არ ვიცი“, – განაცხადა მეუფემ.


ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων