15/10/2020 15/10/2020 პატერიკი სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა. თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა....
15 Οκτωβρίου, 2020 - 20:00
Τελευταία ενημέρωση: 15/10/2020 - 20:57

სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერის ვედრება

Διαδώστε:
სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერის ვედრება

პატერიკი

სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.

თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.

როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერმა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტაროზი, ამოვიდნენ იქედან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები და ზეციდან ხმა მოისმა, წუთითაც არ მომასვენა მაგის სულმა. ნურც თქვენ შეიბრალებთ მაგას. ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული. ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებასო. მაშინ ანგელოსმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს ტანჯა თავის გვამშივე და მერეღა ამოხადა საშინელი სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ეს რომ ბერმა იხილა, შეძრწუნდა. იგი განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს „ნამდვილვე სიკუდილი ცოდჳლთა ბოროტ არს“.

ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და არავინ აქცევდა ყურადღებას. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოიწია, დაინახა ზეციურ ძალთა მთავარნი – მიქაელ და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, რომ მათ გაჰყოლოდა. სულს კი არ უნდოდა ხორცის დატოვება. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოსმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოსმა მიუგო, ჩვენი მეუფისაგან ნაბრძანები გვაქვს, რომ უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მაშინ მიქაელ მთავარანგელოსმა თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს, უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც არ უნდა ამოსვლაო. ზეციდან ხმა მოისმა, მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარით და ანგელოსებით. ისინი ერთხმად უგალობებენ მას. საამო ხმები დაატკბობს და სიხარულით გამოვა მისი სული. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ იგი ჩემთან და ნურაფრით აიძულებთო.

მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოსები. ისინი გარშემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებით და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოსს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებით, საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი ყოვლად სანატრელი სული, რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ეგებებოდნენ ანგელოსთა დასები და ამხნევებდნენ სიტყვებით, გიხაროდენ სულო, მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან მიგელის იქ სიმართლის გვირგვინიო. ასეთი დიდებით და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115.15).


ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων