18/10/2020 18/10/2020 ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი გარემოება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. „არის ბევრი მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები – არის თუ არა ეს პიროვნებები დამნაშავეები… ამას გამოძიება დაადგენს. ვერ ვიტყვით ვერაფერს, ვინაა დამნაშავე ამ საკითხში, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამა კირიონს, მან უდიდესი ღვაწლი გაწია...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:09

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს

Διαδώστε:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი გარემოება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„არის ბევრი მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები – არის თუ არა ეს პიროვნებები დამნაშავეები… ამას გამოძიება დაადგენს. ვერ ვიტყვით ვერაფერს, ვინაა დამნაშავე ამ საკითხში, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამა კირიონს, მან უდიდესი ღვაწლი გაწია თავის სამშობლოსათვის, დავით გარეჯისთვის. გამოძიებას ვუცხადებთ ნდობას. იმიტომ, რომ ქვეყანაში ვიღაცას ხომ უნდა ვენდობოდეთ. ვირჩევთ ხელისუფლებას, ხელისუფლება შემდეგ ნიშნავს საგამოძიებო სისტემას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მუშაობენ თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ გამოავლინონ, ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა. სამღვდელოებას არ გაგვიხარდება ვინმე რომ ქვეყნის მოღალატედ გამოცხადდეს და ციხეში იჯდეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა სამართლიანობამ იზეიმოს, გვინდა, დავიბრუნოთ დავით გარეჯი. მასალა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მიმდინარეობს ლაპარაკი და შეიძლება, გამოიძებნოს გზა. დავიბრუნოთ ეს ტერიტორია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. დიდ იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობა არ დაზიანდება და კვლავაც გაგრძელდება. უბრალოდ, ვითხოვთ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ გვსურს მეგობრული ურთიერთობა მეზობელთან” – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων