18/10/2020 18/10/2020 გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამ საკითხზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. როგორც მეუფე ექვთიმემ Imedinews-სთან საუბრისას განაცხადა, ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითშეგნებას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა. „კომისია ნიშნავს კოლეგიალურ კრებულს, მაღალი ხარისხის სპეციალისტები იკრიბებოდნენ,...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:15
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 18:17

მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე: ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა

Διαδώστε:
მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე: ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ექვთიმე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამ საკითხზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება.

როგორც მეუფე ექვთიმემ Imedinews-სთან საუბრისას განაცხადა, ყველანაირი ქმედება, რომელიც ხელყოფს ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითშეგნებას, დამაზიანებელი, არასათანადო და არაკეთილი ქცევაა.

„კომისია ნიშნავს კოლეგიალურ კრებულს, მაღალი ხარისხის სპეციალისტები იკრიბებოდნენ, როდესაც გადაუჭრელი პრობლემა იყო, რათა საერთო აზრზე ჩამოყალიბებულიყვნენ, მაგრამ კომისიაში, ვინც ავტორიტეტულია ან დავალებული აქვს წინამძღვრობა, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ბევრი აპელირებს ადამიანის უფლებებზე, თუმცა ადამიანის უფლებები, ადამიანის ვალდებულებების გარეშე არ არსებობს. ყველა ლაპარაკობს უფლებებზე, მაგრამ არავინ საუბრობს ადამიანის მოვალეობა-ვალდებულებებზე.

თითქოს ისეთი განსაზღვრება მოჰყავთ, რომ ფაქტი ხომ არ მომხდარა?! სისხლის სამართლის კოდექსში საბჭოთა კავშირში იყო ასეთი მუხლი, დაუდევარ მოქმედებაზე 4 წელი. ანუ დაუდევრად მოქმედება იმ მოვალეობის მიმართ, რაც გაკისრია, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მაინც გეკისრება.

საერთოდ რომ არ იყოს არც ერთი მტკიცებულება, არ იყოს რუკები, ესე იგი ქართველ ადამიანს ხელიდან უნდა გამოეცალოს იმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ თავისი სიწმინდე რამენაირად დაიცვას?! განსაზღვრება ვინ არის დამნაშავე და ვინ – არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, გამოძიების დაწყება სახელმწიფოს პრეროგატივაა. „აქ უნდა განვსაზღვროთ ისიც, რომ გამოძიება იწყება მაშინ, როდესაც რაღაც გარკვეული შემადგენელი იკრიბება, თუნდაც ეჭვის სახით“, – ამბობს გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ექვთიმე.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων