15/11/2020 16/11/2020 უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი პიატრა-ნეამის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და განაცხადა: “დიდი ტკივილით შევიტყვე იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გამოწვეული იქნა ხანძრის შედეგად, რომელიც 2020 წლის 14 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოხდა პიატრა-ნეამში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში. ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ტანჯვისა და არეულობის ამ რთლ წუთებში ღმერთს ვევედრები დაღუპულთა სულების...
15 Νοεμβρίου, 2020 - 19:16
Τελευταία ενημέρωση: 16/11/2020 - 1:17

რუმინეთის პატრიარქი: “ვარ გულნატკენი და დამწუხრებული”

Διαδώστε:
რუმინეთის პატრიარქი: “ვარ გულნატკენი და დამწუხრებული”

უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი პიატრა-ნეამის საავადმყოფოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და განაცხადა: “დიდი ტკივილით შევიტყვე იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გამოწვეული იქნა ხანძრის შედეგად, რომელიც 2020 წლის 14 ნოემბერს, შაბათ საღამოს მოხდა პიატრა-ნეამში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში. ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტანჯვისა და არეულობის ამ რთლ წუთებში ღმერთს ვევედრები დაღუპულთა სულების ცხონებისა და დაჭრილების სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის, მათ შორის მორიგე ექიმისთვის, რომელმაც პაციენტების სიცოცხლე საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა დააყენა.

სამძიმარს ვუცხადებთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, აგრეთვე იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც მათზე ზრუნავს და მათი ძვირფასი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს”.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων