19/11/2020 19/11/2020 სერბეთის საპატრიარქოს მონტენეგროს სამიტროპოლიტო თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენი პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მას. მართლაც, ჩვენმა პატრიარქმა ირინეოსმა აჩვენა, გარდა იმისა, რომ ის არის ჩვენი უზენაესი ლოცვის წიგნი უფლის წინაშე, ის ასევე არის დიდი გმირი! ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოვიდა და იმსახურა ჩვენი მიტროპოლიტის ამფილოქეს სულის განსვენებისთვის. მოდით,...
19 Νοεμβρίου, 2020 - 14:22

“ჩვენი პატრიარქი ირინეოსი დიდი გმირია” – მონტენეგროს სამიტროპოლიტო

Διαδώστε:
“ჩვენი პატრიარქი ირინეოსი დიდი გმირია” – მონტენეგროს სამიტროპოლიტო

სერბეთის საპატრიარქოს მონტენეგროს სამიტროპოლიტო თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენი პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მას.

მართლაც, ჩვენმა პატრიარქმა ირინეოსმა აჩვენა, გარდა იმისა, რომ ის არის ჩვენი უზენაესი ლოცვის წიგნი უფლის წინაშე, ის ასევე არის დიდი გმირი!

ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოვიდა და იმსახურა ჩვენი მიტროპოლიტის ამფილოქეს სულის განსვენებისთვის.

მოდით, გავამრავლოთ ლოცვა ჩვენი პატრიარქისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა მონტენეგროს მიტროპოლიტი ამფილოქე, რომლის დაკრძალვაზე 1 ნოემბერს ჩავიდა სრულიად სერბეთის პატრიარქი უწმიდესი ირინეოსი, რომელმაც აღავლინა საღვთო ლიტურგია და წესი აუგო განსვენებულ მღვდელმთავარს.

ამჟამად პატრიარქი ირინეოსიც კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული და იგი მკურნალობის კურსს ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. სამწუხაროდ, დღევანდელი ოფიციალური ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

უფალმა ჯანმრთელობა მიმადლოს უწმიდეს პატრიარქ ირინეოსს.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων