19/11/2020 19/11/2020 კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მართლმადიდებელი ეკლესიის სამი პირველიერარქი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. პირველიერარქთა შორის პირველად ვირუსი დაუდგინდა სრულიად სერბეთის პატრიარქ უწმიდეს ირინეოსს, რომელიც დღემდე ბელგრადის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით არასტაბილურია. შემდეგ ვირუსი დაუდგინდა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ანასტასის. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათენის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით...
19 Νοεμβρίου, 2020 - 14:36

სამი მართლმადიდებელი პირველიერარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული

Διαδώστε:
სამი მართლმადიდებელი პირველიერარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული

კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მართლმადიდებელი ეკლესიის სამი პირველიერარქი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

პირველიერარქთა შორის პირველად ვირუსი დაუდგინდა სრულიად სერბეთის პატრიარქ უწმიდეს ირინეოსს, რომელიც დღემდე ბელგრადის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით არასტაბილურია.

შემდეგ ვირუსი დაუდგინდა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ანასტასის. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათენის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია.

რიგით მესამე მწყემსმთავარი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა გახლავთ სრულიად ელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეორე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის დღეს დილით მოათავსეს რენმაციულ განყოფილებაში.

ჯანმრთელობას ვუსურვებთ სამივე ეკლესიის მწყემსმთავრებს.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων