26/11/2020 26/11/2020 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე). სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით,ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი...
26 Νοεμβρίου, 2020 - 20:43
Τελευταία ενημέρωση: 26/11/2020 - 20:45

სოფელ დვალთას დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფელ დვალთას დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ დვალთას დარბაზულ ეკლესიას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები (ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე).

სარესტავრაციო პროცესის მორიგი ეტაპის მსვლელობისას, რომელსაც შპს „რკალი“ ასრულებს, ნაწილობრივ გაიწმინდა ძეგლის ტერიტორია ჩახერგილობისგან, მთავარ ნავზე შიგნიდან და გარედან მოიხსნა მორყეული წყობები და აღდგა საპირე წყობები ქვიშაქვის უხეშად დამუშავებული ქვებით,ინტერიერში მოეწყო ქარგილები საბჯენი თაღების და კამარის გადასაყვანად, მოეწყო საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვიშაქვით,მოეწყო კამარა უხეშად დამუშავებული შერჩეული ქვით, დამზადდა, დამუშავდა და მოეწყო მთავარ ნავზე თაროკარნიზები, მოეწყო მონტერეის თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით.

სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.

დვალთის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს მდინარე ალგეთის ხეობაში,მარჯვენა მხარეს ტყით დაბურულ შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. მისასვლელი გზა სამანქანოა, მდინარის ნაპირიდან 3.5 კმ-ზე.ხუროთმოძღვრული ძეგლი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას,აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, დარბაზული ნაწილი ერთ სივრცეშია მოქცეული.

ეკლესია ნაგებია კლდოვან ქანზე, წინასწარ მომზადებულ მოსწორებულ ადგილას. ძეგლს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან დამრეცი ფერდი ესაზღვრება.

 

ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων