06/12/2020 06/12/2020 აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა (Orthodox Public Affairs Committee), რომლის მიზანია ქრისტიანთა დევნის ფაქტების გამოვლენა და მათი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა. „კომიტეტის მისიაა – საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსოფლიო მართლმადიებლურ ეკლესიას, ხელი შეუწყოს, მხარი დაუჭიროს და დაიცვას მსოფლიო საქრისტიანო დაჩაგვრისგან და იზოლაციისგან“ – აღნიშნეს კომიტეტში. კომიტეტის დამფუძნებლებს შორის არიან ბერძნული წარმოშობის ამერიკელები. კომიტეტის თავმჯდომარეა ამერიკის...
06 Δεκεμβρίου, 2020 - 15:41
Τελευταία ενημέρωση: 06/12/2020 - 15:43

აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა

Διαδώστε:
აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა

აშშ-ში მართლმადიდებლური საზოგადოების საქმეთა კომიტეტი შეიქმნა (Orthodox Public Affairs Committee), რომლის მიზანია ქრისტიანთა დევნის ფაქტების გამოვლენა და მათი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

„კომიტეტის მისიაა – საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსოფლიო მართლმადიებლურ ეკლესიას, ხელი შეუწყოს, მხარი დაუჭიროს და დაიცვას მსოფლიო საქრისტიანო დაჩაგვრისგან და იზოლაციისგან“ – აღნიშნეს კომიტეტში.

კომიტეტის დამფუძნებლებს შორის არიან ბერძნული წარმოშობის ამერიკელები. კომიტეტის თავმჯდომარეა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ ძიძიკოსი.

მისი განცხადებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანების დამცირება და აშკარა დევნა აღიქმებოდა როგორც სტატუს ქვო.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ, პირველ რიგში, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ხმას ვიმაღლებთ ყველა მორწმუნისთვის, ვინაიდან ერთის აუტანლობა ყველას დამცირებას წარმოადგენს. კომიტეტი შიშისა და მერყეობის გარეშე გააშუქებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენ სამყაროში. ვიმედოვნებთ მათთან თანამშრომლობას, ვინც იზიარებს ჩვენ ფასეულoბებსა და მიზნებს“ – განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციის შექმნას ხელი შეუწყო სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთეად გადაკეთების ფაქტმა, რაც კომიტეტის წევრთა განცხადებით, გახდა ისტორიული და კულტურული ტრადიციის დარღვევა.

მათივე განცხადებით, კომიტეტი იბრძოლებს ნსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, სადაც არ უნდა ხდებოდეს ისინი.

გარდა ამისა, კომიტეტი ყველა ადამიანს სთავაზობს, ვინც თავად განიცდიდა დევნას, ორგანიზაციას მათ შესახებ აცნობოს.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων