06/12/2020 06/12/2020 6 დეკემბერი (ახ.სტ.) წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, საღამოს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ლოცვა აღასრულა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, სადაც პანდემიის გამო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმყოფება და სრულიად მარტო, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღასრულებს ღვთისმსახურებას. საღამოს ლოცვის აღსრულებისას, რომელსაც მხოლოდ პატრიარქის უშუალო მორჩილებაში...
06 Δεκεμβρίου, 2020 - 15:54
Τελευταία ενημέρωση: 06/12/2020 - 15:55

რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ნეველის ხსენების წინა საღამოს ლოცვა აღასრულა

Διαδώστε:
რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ნეველის ხსენების წინა საღამოს ლოცვა აღასრულა

6 დეკემბერი (ახ.სტ.) წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, საღამოს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ლოცვა აღასრულა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, სადაც პანდემიის გამო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში იმყოფება და სრულიად მარტო, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღასრულებს ღვთისმსახურებას.

საღამოს ლოცვის აღსრულებისას, რომელსაც მხოლოდ პატრიარქის უშუალო მორჩილებაში მყოფი მონაზვნები დაესწრნენ, პატრიარქი კირილე შემოსილი იყო არასრული ლიტურგიკული სამოსით – საბერო ჩოხით (კაბა), ოლარით, სამკლავურებითა და მცირე ომოფორით.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων