02/01/2021 02/01/2021 ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სამადლობელი წერილი გაუგზავნა. „თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისთვის. ვწუხვარ, რომ არ გვქონდა სატელეფონო კავშირი. ჩემთვის დიდი პატივია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ჩემი არჩევა და მე ვხვდები, თუ რამდენი სამუშაო გველოდება. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვიღებთ ამოცანებს დიდი გლობალური...
02 Ιανουαρίου, 2021 - 19:10

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის წერილი მსოფლიო პატრიარქს

Διαδώστε:
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის წერილი მსოფლიო პატრიარქს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

„თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,

გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისთვის. ვწუხვარ, რომ არ გვქონდა სატელეფონო კავშირი.

ჩემთვის დიდი პატივია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ჩემი არჩევა და მე ვხვდები, თუ რამდენი სამუშაო გველოდება. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვიღებთ ამოცანებს დიდი გლობალური გამოწვევების დროს – კორონავირუსიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებამდე დამთავრებული, რაც საზღვრებს გასცდება და საჭიროებს საერთაშორისო თანამშრომლობას.

ჩვენ ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას ამ რთულ პერიოდში.

კიდევ ერთხელ გმადლობთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ!

ველოდები მომავალ დიალოგს.

პატივისცემით,

ჯო”.

ოფიციალურ წერილზე არსებობს უშუალოდ ჯო ბაიდენის ხელნაწერი, სადაც წერს: „კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων