21/02/2019 21/02/2019 საქართველოს სულიერი და კულტურული ფასეულობების გასაცნობად თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრა კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფი პედაგოგების, არქიმანდრიტ თეოდოსი მარჩენკოს და მღვდელმონაზონ პაისი კულიშის ხელმძღვანელობით. უკრაინელი სტუმრები ეწვივნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ, სასწავლებლის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა მათ გააცნეს თბილისის სასულიერო...
21 Φεβρουαρίου, 2019 - 15:32

კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფის სტუმრობა

Διαδώστε:
კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფის სტუმრობა

საქართველოს სულიერი და კულტურული ფასეულობების გასაცნობად თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრა კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფი პედაგოგების, არქიმანდრიტ თეოდოსი მარჩენკოს და მღვდელმონაზონ პაისი კულიშის ხელმძღვანელობით.

უკრაინელი სტუმრები ეწვივნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ, სასწავლებლის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა მათ გააცნეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსების ისტორია, ასევე, ესაუბრნენ სასწავლებლის ამჟამინდელ სასწავლო და სამეცნიერო პროცესებზე.

სტუმრებთან შეხვედრისას გამართულმა დიალოგმა წარმოაჩინა ზემოაღნიშნული ორი სასწავლებლის სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის სურვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის ბოლოს სასულიერო აკადემიის კედლებში თავად უკრაინელმა სტუდენტებმა შეასრულეს მრავალჟამიერი და სხვა ქართული საგალობლები.

http://tsas.ge/ge/?p=3216

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων