06/03/2019 06/03/2019 ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი...
06 Μαρτίου, 2019 - 12:24

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ირანელთა დელეგაცია მიიღო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ირანელთა დელეგაცია მიიღო

ა.წ. 4 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ალ-მუსტაფას საერთაშორისო (სასულიერო) უნივერსიტეტის რექტორი, ალი აბასი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი და მათი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის მოკითხვა გადასცეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირანი დიდი კულტურის მქონეა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97-16/

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων