18/10/2018 18/10/2018 ა.წ. 12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბატონი ჯორჯ კენტი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი და სხვა ოფიციალური პირები მიიღო. ბატონმა ჯორჯ კენტმა აღნიშნა: ,,საქართველო საუკუნეთა მანძილზე იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში და ამ სიტუაციაში უდიდეს როლს ასრულებდა ეკლესია. აშშ საქართველოს სახელმწიფოს უყურებს...
18 Οκτωβρίου, 2018 - 16:08
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2018 - 16:09

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს შეხვდა

ა.წ. 12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბატონი ჯორჯ კენტი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ქალბატონი ელიზაბეთ რუდი და სხვა ოფიციალური პირები მიიღო.

ბატონმა ჯორჯ კენტმა აღნიშნა: ,,საქართველო საუკუნეთა მანძილზე იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში და ამ სიტუაციაში უდიდეს როლს ასრულებდა ეკლესია. აშშ საქართველოს სახელმწიფოს უყურებს როგორც საერთო ღირებულებების გამზიარებელს. მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან, რადგან გვესმის, რომ ეკლესია არის მნიშვნელოვანი ნაწილი ნებისმიერი საზოგადოებისა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, ვფიქრობ, ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.”

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων