22/04/2019 22/04/2019 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან. როგორც ორგანიზაცია “პილიგრიმ ტურსის” დირექტორმა ცისანა (ციცო) გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომლოცველები ისრაელში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრებიან, წმინდა ცეცხლი კი საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის იქნება. “მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა...
22 Απριλίου, 2019 - 11:48

მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან

Διαδώστε:
მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან.

როგორც ორგანიზაცია “პილიგრიმ ტურსის” დირექტორმა ცისანა (ციცო) გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომლოცველები ისრაელში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრებიან, წმინდა ცეცხლი კი საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის იქნება.

“მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა მიწაზე, ყველა ქრისტიანის სულიერ სამშობლოში. მოვილოცავთ სრულიად წმინდა მიწას – ისრაელის, ასევე პალესტინის ტერიტორიებს. აუცილებლად გვექნება ერთხელ მაინც ზიარება ბეთლემში, დიდ ხუთშაბათს. დავესწრებით ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას დიდ შაბათს და არაუგვიანეს ღამის თორმეტი საათისა, ჩვენს მიერ ჩამობრძანებული მადლმოსილი ცეცხლი უკვე გადაცემული იქნება პატრიარქისთვის სამების საკათედრო ტაძარში“, – განაცხადა გემაზაშვილმა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων