02/05/2019 02/05/2019 რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება. განცხადება ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც დაიდო. „ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის, გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეპარქია მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ...
02 Μαΐου, 2019 - 11:31

რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება

Διαδώστε:
რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება

რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქია უერთდება. განცხადება ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც დაიდო.

„ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის, გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეპარქია მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს, მიმდინარე წლის 2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს საღამოს, 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად, სოლიდარობისთვის მობრძანდეს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ქალაქში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.

ავტორი – რუსუდან ლოლაძე

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων