03/05/2019 03/05/2019 რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციაზე რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი) და ეპარქიის წარმომადგებლები მივიდნენ. რუსთველმა მიტროპოლიტმა აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა. რუსთველი მიტროპოლიტის თქმით, მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს. მეუფე იოანეს თქმით, მან მაღალჩინოსნებს შესთავაზა, რომ ციხის პერიმეტრი რამდენიმე...
03 Μαΐου, 2019 - 20:18

რუსთველი მიტროპოლიტი – მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს

Διαδώστε:
რუსთველი მიტროპოლიტი – მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციაზე რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი) და ეპარქიის წარმომადგებლები მივიდნენ.

რუსთველმა მიტროპოლიტმა აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა.

რუსთველი მიტროპოლიტის თქმით, მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს.

მეუფე იოანეს თქმით, მან მაღალჩინოსნებს შესთავაზა, რომ ციხის პერიმეტრი რამდენიმე მეტრით გადაწეულიყო, ისე, რომ საცხოვრებელი კორპუსებისგან მოშორებით ყოფილიყო. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს.

“ვუთხარი აქციის მონაწილეებს, რომ შედით ოფიციალური განცხდებით, აქ რომ იკრიბებით მთავრობა იქ არის. ჩვენც ჩვენი მხრიდან ვეცადეთ დიალოგის რეჟიმში, მშვიდობიანად, თქვენი ინტერესების დაცვით გაგვერკვია. კომუნიკაცია მქონდა მაღალჩინოსნებთან, თუმცა არა იუსტიციის მინისტრთან”,-განაცხადა ჟურნალისტებთან რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელმა).

აქციის მონაწილეები დასახლებულ ზონაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων