04/05/2019 04/05/2019 მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. „კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ...
04 Μαΐου, 2019 - 18:09

მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს

Διαδώστε:
მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დელიმიტაციის კომისიას, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

„ჯერ შედგეს კომისია, შევხედოთ რამდენად სანდო ხალხი იქნება შესული. ალბათ, როდესაც შემადგენლობა დასახელდება, მერე გავაკეთებთ პროგნოზს”, – აღნიშნა მან.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων