შეხვედრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით
![შეხვედრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/1-45-1024x748.jpg)
ა.წ. 8 მაისს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.
სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.