16/05/2019 16/05/2019 დეკანოზ გიორგი კიკვაძის განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გასამართ მსვლელობაში მონაწილეებს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს, შემდეგ კი პარაკლისს აღავლენს. დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება. „ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ...
16 Μαΐου, 2019 - 19:25

დეკანოზი გიორგი კიკვაძე – ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას

Διαδώστε:
დეკანოზი გიორგი კიკვაძე – ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას

დეკანოზ გიორგი კიკვაძის განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გასამართ მსვლელობაში მონაწილეებს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს, შემდეგ კი პარაკლისს აღავლენს.

დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ მსვლელობაში მონაწილეობას, რადგან ოჯახი არის ის უპირველესი ღირებულება, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფო კი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უძვირფასესი რამ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან, პატრიოტიზმიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების დიდი უმრავლესობა გამოხატავს სიყვარულს ოჯახის ინსტიტუტისადმი და თავის ქვეყნისადმი, რომელიც სწორედაც დაშენებულია თითოეულ ოჯახზე”, – განაცხადა დეკანოზმა.

კითხვაზე, მსვლელობისას ელოდებიან თუ არა რაიმე ტიპის ექსცესებს, დეკანოზმა განაცხადა: „შესაძლებელია, ამისგან ვერავინ ვიქნებით დაზღვეული”.

ამასთან, დეკანოზი აღნიშნავს, რომ ეკლესია ემიჯნება ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

დეკანოზმა ასევე ისაუბრა მსვლელობის ბოლოს დაგეგმილ კონცერტზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ, კონცერტში მონაწილეობაზე გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვა, რამაც საზოგადოებაში, მათ მიმართ აგრესია და შერაცხყოფა გამოიწვია.

„კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული ორაზროვნება. ნაწილი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, ნაწილმა გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიმართ, რომლებმაც თავისი პირადი მოსაზრების გამო, თავი შეიკავეს კონცერტში მონაწილეობისგან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გაისმა მათ მიმართ ისეთი დამოკოდებულება, რომელიც არ შეეფერება მორწმუნე ქრისტიანს. ვგულისხმობ შეურაცხყოფას. მიუღებელია, ადამიანის პიროვნული არჩევანის გამო, აგრესიულები ვიყოთ”, – განაცხადა დეკანოზმა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων